ქალაქ ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, გურიაში მოღვაწე მხატვრების VI გამოფენა _ ,,საგაზაფხულო ვერნისაჟი’’გაიხსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე მხატვრის 130 ნამუშევარი.
_ გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და გურიაში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრები არის წარმოდგენილი. ამჟამად გამოფენაში პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თვითნასწავლმა და დამწყებმა მხატვრებმა“, _ გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ.
საგაზაფხულო გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.