როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას სამართლიანი არჩევნების ოზურგეთის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი მაკა მალაყმაძე ამბობს, 60/5 უბანზე, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და კოორდინატორებმა ფოტოს გადაღების დროს აგრესია გამოხატეს.
“ქუჩაში იდგნენ და გადავიღე ფოტო. მას შემდეგ ჩემთან მოვიდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, გიორგი ჩხარტიშვილი იყო და ყვირილით მითხრა, რატომ გადამიღეო. რა უფლებით მიღებო ფოტოსო. მე ავუხსენი საზოგადოებრივ ადგილას გადაღების უფლება მქონდა და არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია, ავუხსენი. მაგრამ არ ჩერდებოდა, თან ამ ამბავში მეორე პირი ჩაერთო, ის ყვიროდა.
მე ვუთხარი ელემენტალურად პატივი ეცათ ჩემთვის, როგორც ქალისთვის. გადი აქედანო, _ მეუბნებოდნენ.
ბოლოს საქმეში “ქართული ოცნების” წევრი ბესო მელუა ჩაერთო, რომელიც ესწრებოდა ამ ფაქტს და მან განმუხტა სიტუაცია”, _ გვითხრა მაკა მალაყმაძემ.