ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში თოვს.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ არის ცნობილი, ახალ მოსულ თოვლს, ჯერჯერობით, მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ყაზაიშვილის თქმით, თოვლის მოსვლამდე, ძლიერი ქარმა სოფელ ნატანებში ხე გადახლიჩა და პრობლემებს უკვე შესაბამისი სამსახური აგვარებს.