ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი თ.ს. ახლობლებმა ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ოჯახის წევრები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.