დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოუწოდებს საქართველოში საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში დარჩნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„გვაქვს შემთხვევა, როცა ესპანეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქე არის ინფიცირებული კორონავირუსით და მკურნალობს, ოფიციალურად სახელმწიფო შეზღუდვები არის გამოცხადებული იტალიაზე, ჩინეთზე, სამხრეთ კორეასა და ირანზე. მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან სადაც არის შიდაგადაცემა. იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თვითონ დაიცვან თავიანთი ოჯახები, პირველ რიგში. თავიანთი თანამშრომლები და გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე“, – განმარტა იმნაძემ.