საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პრემიერს სხვა გზა არ ჰქონდა.
„პრემიერი ხომ ადამიანია, ქვა და რკინა ხომ არ არის? მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა, რომ შეაგინოს რა მოხდება? არ იმსახურებს თუ რა?
ყველამ უნდა იცოდეს როგორ უნდა მიმართოს, როგორ უნდა მოიქცეს და აქვს კი უფლება ასე მიმართვის. ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში. აი ეს არის უბედურება”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
მელიამ კვირიკაშვილს უნიათო უწოდა. პრემიერმა კი მას აგინა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი ღირსების დაცვაა.