“პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას”_ ამის შესახებ სტრატეგია აღმაშნებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, თუ ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა, ეს მისი არჩევანია, რადგან ელისაშვილის შესვლა, ვერ გაზრდის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს.
“ძირითადი ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს პასუხი იმ წინადადებებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს აქციები. ის აღნიშნავს, რომ პარლამენტი და სკამი რომ დომოდათ, ელისაშვილს შესვლას მოასწრებდნენ.
„რაც შეეხება გეგმებს, კონსტიტუციით დადგენილი ნებისმიერი ფორმა, რომელიც არის მისაღები და რასაც გადაწყვეტს საზოგადოება, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. მათ შორის არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას, თუ რამე მიუღწევია საზოგადოებას, მიუღწევია ქუჩის აქციებით, რომელიც არის ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.
ოპოზიციის შიგნით გარკვეული კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. საჯაროდ შეხვედრის თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება და შევთანხმდებით ზუსტად სამოქმედო გეგმებზე. აქ სკამებსა და ძალაუფლებაზე არაა საუბარი, აქ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზეა საუბარი. პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას“, – განაცხდა პაატა მანჯგალაძემ.