საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ერთმანეთს ოპოზიცია და მმართველი გუნდი დაუპირისპირდა, ,,ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ უნდობლობა გამოუცხადა ,,ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება.
,,პარლამენტს წევრი რომ ვიკიპედიათი ილაპარაკებს, ამით ყველაფერი ნათქვამია, ეტყობა საღამოს _ ბოკერია, დილით კი ჭიაბერაშვილი კითხულობს და გვიმტკიცებენ, რა არის სიმართლე ამ ქვეყანაში“, _განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.