პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა სამოქალაქო სექტორთან დისკუსიის ფორმატში გენდერისა და კანონის გადაკვეთაზე იმსჯელა. მისი თქმით, „ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ორგანიზაციის ჩართულობა გენდერის მიმართულებით ღირებულია“.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ხაზი გაუსვა გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებულ 4 სამოქმედო გეგმას.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, რადგან ამ საკითხებზე, ისევე როგორც პარლამენტის წევრი, ასევე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი აქტიურად ვმონაწილეობდი. ცხადია, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, არის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, როგორც პარლამენტში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ გენდერულმა საბჭომ შეიმუშავა 4 მიმართულებიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს, რაც აუცილებელია, მიმდინარე წელს განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოხდება სამაგიდო კვლევის დადება, რომელიც შემდეგში უკვე მოგვცემს საშუალებას უფრო ხანგრძლივი სამოქმედო გეგემა შევადგინოთ“, _ განაცხადა წილოსანმა.
პარლამენტის საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლოს.
„ჩემი, როგორც პარლამენტის და გენდერული საბჭოს წევრის მნიშვნელოვანი როლია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალების ეკონომიკურ პოლიტიკური გაძლიერების მექანიზმებზე მუშაობა. საზოგადოება, სადაც ქალებს და კაცებს დორის თანასწორობაა, ფორმირდება პროგრესულ, დეკორატიულ და თანამედროვე სახელმწიფოდ“, _ განაცხადა გენდერული საბჭოს წევრმა.
პარლამენტის წევრმა მკვეთრად დააფიქსირა აზრი, რომ კონკრეტულად ამ საკითხის მიმართულებით აბსოლუტურად გახსნილები არიან.
„დისკუსია ძალიან საინტერესო იყო, სამოქალაქო სექტორიდან ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მივიღეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის, რადგან მთავარი მიზანია – ქალთა თანასწორობისა და გენდერული თანასწორობის მიღება, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ორგანიზაციის ჩართულობა ამ მიმართულებით ძალიან ღირებულია“, _ განაცხადა წილოსანმა. (R)