პარლამენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, 108 ხმით, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი; 100 ხმით,ირმა გელაშვილი; 93 ხმით, ლევან გზირიშვილი და 84 ხმით, ზაზა ხარებავას კანდიდატებს დაუჭირა მხარი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კოლეგებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ვაკანტურითანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები გააცნო.
მისი, თქმით, კომიტეტისსხდომაზე გაიმართა ყველა კანდიდატის თანაბარ პირობებში მოსმენა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი 34 კანდიდატიდან კანონის მოთხოვნებს 33კანდიდატი აკმაყოფილებდა, ამიტომ პარლამენტმა საკუთარი არჩევანი სწორედ ამ 33 კანდიდატურიდან გააკეთა.