საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა.
კენჭისყრის შედეგად, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ხოლო ,,პატრიოთა ალიანსის“ კანდიდატმა გიორგი ფოფხაძემ 20 ხმა მიიღო, წინააღმდეგ კი 27 წავიდა.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს მოუსმენეს. პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია ხუთი წლის ვადით აირჩიეს. ის მმართველი გუნდის კანდიდატი იყო.