მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკოც.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.