როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფეისბუქზე იუწყება, პარლამენტში მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დიანა ჯიშიაშვილი იწყებს.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ის საქმის წარმოების დეპარტამენტში საქმდება.
„დიანა პარლამენტში იწყებს მუშაობას. უმძიმესი ტრავმის შედეგად მას კისრის მალები დაუზიანდა და სრულად დაკარგა მოძრაობის შესაძლებლობა. ორი წლის განმავლობაში ჯდომასაც კი ვერ ახერხებდა. საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ეტლით დაბრუნდა სახლში. შემდეგ ჩააბარა კოლეჯში. დაიწყო ვარჯიშიც და გახდა ფარიკაობაში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი. შექმნა ოჯახი და ჰყავს 4 თვის შვილი.
ჩვენ ერთად შევეცდებით უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავალი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა,“_წერს თალაკვაძე.