საკმაოდ შემცირებული და მაინც სამალავებში შეძრომაზე „დაგეშილი“ ფაროსანას გუნდებზე დევნისას, გურულ ოჯახში აკვნების უტყვი სამეული ვნახეთ.
ყოველგვარი არტახების, მუხთბალიშის, სამხრეულების თუ ავგაროზისგან თავისუფალი აკვნები, თავისუფალ სივრცეში გაყუჩულან სწორედ ისე, პოეტს რომ უთქვამს: „სადღაც სხვენში ჩემი სიყრმის აკვანია“.
ასეც ხდება, თურმე, ფაროსანას დევნისას, წარსულზე „მოსაუბრე“ დიდი პოზიტივიც შეგეგებება.