ოქტომბრის დასაწყისი, მზიანი და თბილი ამინდებით, ფაროსანას არნახული შემოტევის ხელშემწყობი პირობა გახდა. მავნებელი მთელი დღის განმავლობაში მიიწევს სახლებისკენ, სხვადასხვა შენობა-ნაგებობებისკენ. მწერი განსაკუთრებით ბევრია დაკეტილ და მიტოვებულ სახლებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში , აქაურმა მკვიდრმა ავთანდილ კალანდაძემ მეორედ შეწამლა დროებით დაკეტილი სახლები. შედეგად უამრავი ფაროსანა დაიხოცა.
როგორც სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში გვეუბნებიან, კიდევ ორიოდე კვირაც და დასრულდება ყველაზე აქტიური შემოტევის ფაზა, როცა ფაროსანა გამოსაზამთრებლად შენობა-ნაგებობებს ეტანება დასამალად.
_ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოფლის თითოეული მცხოვრების აქტივობას. თუნდაც ერთი ფაროსანას მოკვლაც საქმეს წაადგება. განსაკუთრებით მისაბაძი უნდა გახდეს ცალკეული მოქალაქეების მიერ დაკეტილი სახლების და მიტოვებული ნაგებობების შეწამვლა-დამუშავება, რომ მავნებელი გავანადგუროთ, _ გვითხრეს რეგიონულ სამსახურში.