შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, უწყებამ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნებს.
სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას უფლებადამცველი და ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძაან ბანძობა რომ წამოიწყეთ, იცით? თუ ჯერ არავის უთქვამს? თქვენი შესასწავლი არ არის ხელოვნების ნიმუშის „პორნოგრაფიული“ შინაარსი, სად ეტენებით, რომ ეტენებით? და მით უმეტეს ცენზურის უფლება არა გაქვთ, ჩამორჩენილებო!
ბრეგაძეს და ვასაძეს თუ არ გააბანძებინებდით თავს, მთელ ერს დაგვდებდით პატივს. ესე იგი ტრაკის დამცველები ხომ გორაობენ ნეხვში და ეხლა შსს-ც უნდა აგორაონ. ტფუი!
ბოსტანი…“,_წერს პატარაია.