ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკის“ სტუმარი იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე.
გადაცემის წამყვანმა, ვახო სანაიამ ჰკითხა საკრებულოს დეპუტატს იხდის თუ არა ბოდიშს იმის გამო რომ მას და ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა.
ერეკლე კუხიანიძემ სანაიას კითხვებს თავი აარიდა. გადაცემის დროს კი მან ბოდიში მოუხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, მის მიმართ დაწერილი სტატუსის გამო.