ფერნანდო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს და სათამაშოდ “გალათსარაიში” გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, “გალათსარაიმ” ბრაზილიელი ნახევარმცველი სამ წლიანი კონტრაქტით, 5.25 მილიონ ევროდ იყიდა.
როგორც ცნობილია, ფერნანდო “მანჩესტერ სიტის” 2014 წელს “პორტოდან” შეუერთდა და კლუბის შემადგენლობაში 100-ზე მეტჯერ გამოჩნდა.
“ნასიამოვნები ვარ, რომ მქონდა გამოწვევა, მეთამაშა უდიდესი გუნდისთვის, ალბათ, ყველაზე რთულ მსოფლიო ლიგაზე. 2016 წლის ლიგის ჩემპიონატი უდიდესი წარმატება იყო ჩემთვის, რაც არასდროს დამავიწყდება”, _ განაცხადა ფერნანდომ.