პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ამ ეტაპამდე სტაბილურად მძიმე რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში სულ 84 პაციენტია, მათგან 67 კორონავირუსის ინფექცია აქვს. კლინიკას დღეს კიდევ ერთი ახალი პაციენტი დაემატა.
რატიანის განცხადებით, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება 81 წლის ქალი, რომელიც 18 დღის წინ კლინიკის თერაპიის განყოფილებაში შემიყვანეს.
„რაც შეეხება სხვა პასციენტებს 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ამ ეტაპამდე სტაბილურად მძიმე რჩება. ამასთან 41 წლის პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკნარისობა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, კლინიკაში რჩება ერთი ორსული და მისი მდგომარეობა ასევე ამ ეტაპამდე სტაბილურია. ასევე მკურნალობას გადის სამი მოზარდი, რომელთაც შემოწმებისას რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებიათ.