2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს, 09:00 საათზე, ვებგვერდზე: www.registration.emis.ge დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან – 1-ელი ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან – 15 ივნისის ჩათვლით.