30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა დაკავებულია.