ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, უბანთან ადგილი ჰქონდა ფულის დარიგების ფაქტს.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს.
ოპოზიციის თქმით, მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც აქვთ.
როგორც გვითხრეს, ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა, რაშიც ერთმა მოქალაქემ ხელი შეუშალა და ფიზიკურად გაუსწორდა. ეს მოქალაქე უკვე დაკავებულია და გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდარზე საჩივარიც დაწერილია.