ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას გადასახვევთან მცირე ინცინდენტი მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს 4 პირი გადმოჰყავდა, რომლებსაც კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათგან 2 სასწრაფოს ავტომობილში იყო მოთავსებული, 2 კი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ავტომობილი პოლიციამ გააჩერა და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
გაუგებრობის გამო სამედიცინო ჯგუფს უკან დაბრუნება მოუწია. საბოლოო ჯამში ისინი ბათუმის ინფექციუ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყერო: ნიუპოსტი