ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა. პროკურატურა დაკავებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, რადგან მათი განცხადებით, არსებობს ბრალდებულების მიმალვის, ასევე დანაშაულის კვლავ ჩადენის საშიშროება.
ჯაფაროვები დუმილის უფლებით სარგებლობენ. მახირ ჯაფაროვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის ძმის, ნაზიმ ჯაფაროვის დავალებებს ასრულებდა და ნარკოტიკული საშუალებები კლიენტებთან მიჰქონდა, სანაცვლოდ კი ფულს იღებდა.
საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ახირ ჯაფაროვი ბრალს არ აღიარებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა გასაღების ბრალდებას არ აღიარებს ნაზიმ ჯაფაროვიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია 11 აგვისტოს ჩაატარა, რომლის დროსაც ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები ჯაფაროვები დააკავეს. მოგვიანებით, შსს-მ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.