შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში დღეს დილით დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. დოდო გუგეშაშვილი სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).