მთავრობამ ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრა პრემიერსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირების შემდეგ დატოვა. პ
მელიამ ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დაადანაშაულა კორუმპირებულობაში, ქვეყნის ჩამოშლაში, რასაც პრემიერის საპასუხო განცხადებები მოჰყვა. აღნიშნულმა საბოლოოდ სხდომათა დარბაზში სიტუაცია დაძაბა.
ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ ის იყო კორუმპირებული პრემიერი. მის ამ რეპლიკას პრემიერის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.