კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც აღწერილია, რა პროცესები გველოდება წინ, როდესაც პრემიერ–მინისტრმა თანამდებობიდან გადადგა.
“პრემიერი გადაგა. ამის შემდეგ რას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია:
1. პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე–პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;
2. პარლამენტს პრემიერ–მინისტრის გადადგომიდან ორკვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;
3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა, პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით ორკვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
4. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, _ წერს ფეისბუქზე ვახუშტი მენაბდე.