დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არ დაადასტურა.
რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მერაბ ჩანუყვაძე თანამდებობაზე რჩება.
ბახმტაძის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ჭანუყვაძესთან ერთად შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჭანუყვაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.
ამავე თემაზე: დაგვრჩა მარტო ფაროსანა” _ რას წერენ გურიის გუბერნატორის გათავისუფლებაზე სოციალურ ქსელში