ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, ყოველწლიური, ერთდღიანი ჩემპიონატი ჩატარდა ფრენბურთში. ჩემპიონატში ხუთი სოფლის ( შემოქმედი, ვაკიჯვარი, ასკანა, ნარუჯა, ლაითურის) გუნდები მონაწილეობენ.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ხუთი სოფლის წარმომადგენლებმა ცემპიონატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს.
დაძაბული თამაშების შემდეგ ფინალში ნარუჯისა და შემოქმედის გუნდები გავიდნენ.
გარდამავალი თასი წელს ნარუჯის გუნდმა მოიპოვა.
ტრადიციული ჩემპიონატი ხუთ სოფელს შორის 1984 წლიდან იღებს სათავეს.