საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა.
საქართველო მიმდინარე წელსაც მე-60 პოზიციას ინარჩუნებს და უსწრებს პოლონეთს, საბერძნეთს, იაპონიას, მალტას, უნგრეთს.
მანამდე 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, საქართველო 61-ე პოზიციაზე გადავიდა, 2017 წელს კი 64-ე ადგილზე იყო.
საგულისხმოა, რომ 2013 წელს ქვეყანა ამ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ნორვეგია ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა ფინეთი, ხოლო მესამეზე დანიაა.