„ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა – ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში. აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია – შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი – სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა – ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა – სოლიდარობის ნაცვლად; შიში – ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ. ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved