ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელება დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება. დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია პარლამენტში მივა და 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ რეგისტრაციას გაივლის. სანაცვლოდ კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, სავარაუდოდ, დღესვე უნდა გამოსცეს.
ამ გადაწყვეტილებით “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის წელიწადნახევრიანი პატიმრობა დასრულდება.
შარლ მიშელის დოკუმენტის პირველივე პუნქტში წერია, რომ შეთანხმებიდან 1 კვირის ვადაში ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს.