პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომების დანიშვნაზე პარლამენტის თხოვნას უარით პასუხობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქვით, საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესია უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე.
„რეალურად ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ. ამ ვითარებაში ის რაც დარჩა სახელიდან ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა წინ გადადგმულ ნაბიჯს, მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით, ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის არჩევის წესს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას.
რის თაობაზეც თავიდანვე იყო საუბარი იმ სულისკვეთებაზე, რომ ეს მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
საბოლოოდ მივედით ამ ვერსიამდე. არსებულ ვითარებაში შემოსულია თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
1TV.GE