ამ წუთებში, აქტივისტების ნაწილი მაჩაბლის ქუჩაზე, სალობიე “ბიასთანაა“ შეკრებილი და აპროტესტებს საქართველოს პრეზიდენტის სალობიეში ვახშმობას.
_ მაშინ, როცა რუსთაველზე ასეთი დაძაბულობაა, ჩვენი პრეზიდენტი მშვიდად ვახშმობს სალობიეში. ახლა მწნილი მოვუტანეთ და შევაწოდებთ, რომ მადა გაეხსნას, _ ამბობენ აქტივისტები.
“ბიასთან“ მედია და აქტივისტები დგანან და ელოდებიან, როდის გამოვა პრეზიდენტი, რომელიც, აქტივისტების თქმით, დაცვის წევრებთან ერთადაა ჩაკეტილი.
“გურია ნიუსი“ ცდილობს, დაუკავშირდეს პრეზიდენტის მედიაცენტრს კომენტარისთვის.