საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო “ელსელემა” დაათვალიერა.
პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა.
სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს. სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა მონკლერი, კოტონი. ასევე კომპანია “ქამელეონთან” პარტნიორობით „ელსელემა“-ს შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი.
ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება – ბავშვის ქურთუკების წარმოება.
“გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან” (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება.