როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა პრობლემები და გამოწვევები იყო რეგიონში და როგორი შედეგები გვაქვს წლის ბოლოს, – მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჯამებს.
მამუკა თურმანიძემ ჩვენთან საუბრისას გასული წლის პრაქტიკაც გაიხსენა და იმ უნდობლობაზე ისაუბრა რაც მოსახლეობას ღონისძიებების მიმართ ჰქონდა, მისი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია სახელდებოდა. მინისტრის პირველი აქვე აღნიშნავს რომ წელს ეს ვითარება შეცვლილია.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.