რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილი არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შედის. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დმიტრი სმირნოვი ავრცელებს, რომელიც კრემლის ჟურნალისტთა პულის შემადგენლობაში შედის.
ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების სია ცნობილია და მასში შემდეგი ქვეყნები შედიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ სიას ახლა აშშ და ჩეხეთი დაემატა.
ცნობისთვის, რუსული მედია წერს, რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.