რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიასთან ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
„გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რომ ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ“,_განაცხადა პესკოვმა.
მისივე განცხადებით ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების აუცილებლობას, როდესაც პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრის მონაწილეებს წინასწარ ვირუსზე ამოწმებენ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 1036 შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 45 ადამიანი განიკურნა.