რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო დუმას ახალი პრემიერის კანდიდატურა წარუდგინა _ პუტინის რჩეული რუსეთის საგადასახადო სამსახუსი უფროსი მიხეილ მიშუსტინია.
რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა მიშუსტინს და მთავრობის ხელმძღვანელობა შესთავაზა. მიშუსტინი ამ წინადადენას დათანხმდა და მისი კანდიდატურა განსახილველად გადაეცა დუმას.
პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 15 იანვარს დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.