ამ დილით, ოზურგეთის ცენტრში მდებარე მარკეტ „ნატალიში“ ჟელიბონის კანფეტის შეძენისას, მოლარე ოპერატორმა ჩვეულებრივად აგვიწონა და შეკვრას ფასიც მიაკრა, 1. 60 თეთრი და მეორე სალროსკენ თანხის გადასახდელად მიგვითითა.
_1 . 70 თეთრი უნდა გადაიხადოთ, – მოკლედ გვითხრა მეორე სალაროში მყოფმა ოპერატორმა. არაერთხელ თხოვნის მიუხედავად, ორივე ოპერატორი თავისას გაიძახოდა.
კითხვაზე, რატომ უნდა გადამეხადა 10 თეთრით მეტი, საბოლოოდ, იმით „გაირკვა“, რომ მივიღეთ ერთობ „ლაკონური“ პასუხი:
_ მენეჯერს დედამთილი გარდაეცვალა და სასწორი გააუტვირთავი დარჩა.(??)
_დღეს არ მოვა?
_არა, დღეს არ იქნება.
_აბა, რამდენი ადამიანი შემოვა, ჩემსავით ყველას ათი თეთრით მეტი უნდა მოპაროთ?
_ ეს მოპარვა არაა ქალბატონო, ათი თეთრი რა სალაპარაკოა, _ მოგვაძახა მოლარე ოპერატომა
_ ყაჩაღობა უფროა!
_ნუ მიღებთ, ჩემი სასწორი ასე აჩვენებს,_კვლავ თავისი „არგუმენტი“ მოიშველია ოპერატორმა და სალაროდან გაიქცა.
მარკეტიდან გამოსულმა მეორე მაღაზიას მივაშურე და ვთხოვე აეხსნათ, მსგავსი რამ თუ შეიძლება მოხდეს და რატომ არ უნდა გადაიტვირთოს სასწორი მენეჯერის მოსვლამდე.
_ რა საოცრებას ამბობთ? აგერ, ახლავე გამოვრთავ სასწორს, მერე ჩავრტავ და გადატვირთულია, _ გაიკვირვა იქვე ახლოს მდებარე მაღაზიის მოლარე-ოპერატორმა.