https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ყარაბაღის ომის გამარჯვებული, გახარებული, დამარცხებული მხარე და საქართველოს საფრთხეები

6:11; 17.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

10 ნოემბერს დასრულდა ყარაბაღის მორიგი ომი, რომელიც უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში რიგით მესამე ომი იყო. აღნიშნული ომი თვე-ნახევარი გრძელდებოდა, რომელმაც სომხური და აზერბაიჯანული მხრიდან ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი 10 ნოემბერს მოაწერა, რომლის მიხედვით, სომხეთის შეირაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტი. რომლის ხანგრძლივობა 5 წლით განისაზღვრა, ავტომატური გახანგრძლივებით შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რომელიც განლაგდება მთიან ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, რუსმა, ეგრეთ წოდებულმა, სამშვიდობოებმა ყარაბაღში შესვლა უკვე დაიწყო.

რეგიონში განბლოკილია ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირიც. სომხეთმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო კავშირები აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკას შორის, რათა დაორგანიზდეს მოქალაქეების, სატრანსპორტო  საშუალებებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება ორივე მიმართულებით. ტრანსპორტს კი რუსეთის FSB გააკონტროლებს.

მეზობელ ქვეყნებს ომის დასრულება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ რუსეთს, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ.

,,როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?!“ _  დაწერა იან კელიმ Twitter-ზე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ესაუბრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტებს ზურაბ ბატიაშვილს და გიორგი ბადრიძეს

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის თქმით,  რუსეთი კავკასიაში ბრუნდება _ თუ აქამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ბაზები და სომხეთში ჰქონდა დიდი ბაზა, ახლა უკვე ოფიციალურად მისი ბაზების ყოფნა ფორმდება აზერბაიჯანში მშვიდობისმყოფელების სახით. იგი გააკონტროლებს, არა მხოლოდ ყარაბაღს, არამედ რაც მეტად მნიშვნელოვანია, ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორს. ამით ექნება გავლენა, როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე.

ვინ არის გამარჯვებული ყარაბაღის კონფლიქტში?

_ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო, საბრძოლო მოქმედებში  გამარჯვებული ის არის, ვინც მოიგო ომი და ცალსახაა, რომ გამარჯვებულია აზერბაიჯანი. იმიტომ, რომ იგი იბრუნებს კონტროლს, დაახლოებით, ამ ტერიტორიების 2/3-ზე მეტზე, სადაც შეეძლება დააბრუნოს ლტოლვილები და ეს დიდი ტვირთი დევნილების სახით მოიშოროს თავისი მხრებიდან. ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამარჯვებაა აზერბაიჯანული მხარისთვის. მაგრამ მთავარი გამარჯვებული, როგორც ჩანს, მაინც არის რუსეთი.

რუსეთი კავკასიაში ბრუნდება, თუ აქამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ბაზები და სომხეთში ჰქონდა დიდი ბაზა, ახლა უკვე ოფიციალურად მისი ბაზების ყოფნა ფორმდება აზერბაიჯანში, მშვიდობისმყოფელების სახით. იგი გააკონტროლებს, არა მხოლოდ ყარაბაღს, არამედ რაც მეტად მნიშვნელოვანია ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორს. ამით ექნება გავლენა, როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე. საჭიროების შემთხვევაში, ვიცით, მას როგორ შეუძლია მანიპულირება ამ და მსგავსი საკითხებით. ამავე დროს რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება აზერბაიჯანისა და ნახჩევანს შორის დამაკავშირებელი  სახმელეთო გზაც, რომლის გახსნასაც მომავალი სამი წლის განმავლობაში ვარაუდობენ. ესეც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია რუსების ხელში.

თურქეთი, როგორც აზერბაიჯანის მოკავშირე მხარე, იმარჯვებს ამაში, რადგან თურქეთსაც ეხსნება სახმელეთო დამაკავშირებელი გზა ნახჩევანიდან დანარჩენ აზერბაიჯანთან, მოგეხსენებათ, რომ ნახჩევანი ესაზღვრება თურქეთს.

თუმცა, აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი, იგივე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იფუნქციონირებს ეს გზა.

_ ვინ არის დამარცხებული?

_ ამ ომს ჰყავს, ასევე, გამორჩეულად გამოკვეთილი დამარცხებული, ეს არის სომხეთი, უპირველეს ყოვლისა, ფაშინიანი, რომელიც რუსეთში, რბილად რომ ვთქვათ, არ მოწონდათ. მისი პროდასავლური გამონათქვამების გამო, პირდაპირ საუბრობდნენ მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე.

ამ ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს, ფაქტიურად სომხური მხარის კაპიტულაციას, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნას ფაშინიანის მართველობას. ამაში დაემთხვა როგორც რუსეთის ინტერესი, ისე აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესები. რა თქმა უნდა, ამას ფაშინიანი ვერ გაუძლებდა და დამარცხდა კიდეც, ლოგიკურად, დამარცხდა ყარაბაღის ომში, რომელსაც, შეგვიძლია, ახლა ვუწოდოთ ყარაბაღის  მეორე ომი.

_ ვინ არის ყარაბაღის ომის  შედეგებით გახარებული მხარე?

_ რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომელიც 27 წლის განმავლობაში გამოდევნილი იყო სახლებიდან, ახლა კი ისინი შეძლებენ დაბრუნებას და დაიწყებენ ცხოვრებას იქ, სადაც ამის უფლება ჰქონდათ ყველა საერთაშორისო წესით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ ამის საშუალება არ ეძლეოდათ.

დამწუხრებულია ის ათასობით ოჯახი და მათი ახლობლები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს ამ ომში. მსხვერპლი დიდია და ალბათ, მოვა დრო, გაირკვევა და დასახელდება ციფრი, რამდენი ადამიანი დაიღუპა. რეალურად ათასობით ადამიანია, როგორც გარდაცვლილი, ისე დაშავებული ორივე მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი მხარეა ამ ომში. არაფერს ვამბობ, იმ ეკონომიკურ ზარალზე, რომელიც ორივე მხარემ მიიღო ბრძოლების შედეგად.

_ თურქეთის როლი და ინტერესი?

_ რა თქმა უნდა, თურქეთის როლი ძალიან დიდი იყო _ იგივე დრონები, რომელიც თურქული წარმოებისაა და პირველად მოხდა, როდესაც ასეთი ქმედითი დახმარება გაუწია აზერბაიჯანს ყარაბაღში საბრძოლო მოქმედების დროს. აქედან გამომდინარე, საბრძოლო მოქმედებებისას გამოიკვეთა აზერბაიჯანის უპირატესობა ამ დახმარების საშუალებით.

თურქეთის ინტერესი არის ის, რომ მისი მოკავშირე აზერბაიჯანი გაძლიერდეს რეგიონში, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს მისი პრესტიჟის საქმეა. მოგეხსენებათ ის ცნობილი ფორმულა _ ,,ერთი ერი _ ორი სახელმწიფო“, სწორედ მაგას მიუთითებს. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეა ნათქვამი ეს ფორმულა. ასევე, თურქეთის ინტერესში არის, იქ  კორიდორის გაჭრა ნახჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, ტერიტორიაზე თურქი მშვიდობისმყოფელების  ჩაყენება, რომელზეც ახლაც მიდის საუბარი და რომლებსაც უფრო სადამკვირვებლო მისია ექნებათ, როგორც ჩანს.

რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესები, ამ შემთხვევაში დაემთხვა, მათ შეძლეს ერთმანეთში შეთანხმება,  შესაბამისად, ფაშინიანის ბედი ამ ამბავში გადაწყდა.

_ ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა კონფლიქტი თუ დროებით შეჩერდა?

_ ჯერჯერობით, ბოლომდე დასრულებული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ყარაბაღის სტატუსი საერთოდ არ არის ნახსენები. რა იქნება ყარაბაღის შემდგომი ბედი, ეგ ჯერ არავინ იცის. ჯერ კიდევ არის ღია საკითხები.

_ სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის ჯარის გაზრდამ რა საფრთხეები წარმოშვა საქართველოსთვის?

_ ჩვენ ვიცით, საკუთარ თავზე  ვიწვნიეთ, რუსული ჯარების მშვიდობისმყოფელად გადაფერადება. რეალურად თუ რას ნიშნავს რუსული ჯარი, ჩვენს თავზე უკვე ვიწვნიეთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, რეგიონში რუსეთის გაძლიერება, რადგან ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. მე მოველი, რომ გაძლიერდება რუსული მხარის ზეწოლები სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი პრობლემებს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხო არსებობას. ამ მხრივ, ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველომ გააკეთოს, ეს არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია, შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ ძალიან დაუახლოვდეს დასავლეთს, რადგან შემდგომში დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ადვილი იყოს ჩვენი ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ პომპეო ჩამოდის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ის რეგიონში მთავარ მოკავშირეებთან ჩადის და მათ შორის საქართველოში ჩამოდის და ვფიქრობ, რომ პირდაპირ უკავშირდება ყარაბაღის თემას. იმიტომ, რომ დასავლეთს თუ ვინმე ჰყავს მოკავშირე რეგიონში, ეს არის საქართველო და ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მისი ვიზიტი გახორციელდება ჩვენს ქვეყანაში.

_ თურქეთისა და აზერბაიჯანის, ან სომხეთსა და თურქეთის სახმელეთო კავშირი ხომ არ აზარალებს საქართველოს?

_ კონფლიქტის ამ ეტაზე შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება ამ ორ ქვეყანს შორის და მათ შორის ჩვეულებრივი ურთიერთობა აღდგება. ეს შორეული პერსპექტივაა. აღსანიშნავია ის, რომ იმ გზას რუსები გააკონტროლებენ და რუსები რამდენად მოისურვებენ ან არ მოისურვებენ ბევრ საკითხზე იქნება დამოკიდებული. თუნდაც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა როგორი იქნება რაღაც პერიოდის შემდეგ არავინ იცის.

ამ გზას დაპროექტება სჭირდება, აშენება სჭირდება, ეს დროის ამბავია, რაც ერთ ან ორ დღეში ვერ მოხერხდება. მეორე საკითხია, თუ რამდენად იქნება მზად პოლიტიკური სიტუაცია, მასზე მოძრაობა რომ დაიწყოს და ფუნქციონირებადი გახდეს. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მაგ თემასთან დაკავშირებით. ამას ცალსახად ვერავინ იტყვის, მითუმეტეს, აქ ლაპარაკია მხოლოდ სახმელეთო კავშირზე და არა სარკინიგზოზე, არა გაზსადენზე, არა ნავთობსადენზე და ა.შ. რაც უფრო სერიოზული თემებია და უფრო ძნელი გასაკეთებელია.

_ რეგიონში რუსეთის გაძლიერების ფონზე რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?

_ პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სიტუაცია და ახალი საფრთხეების და გამოწვევების შესაბამისად მომზადდეს ქვეყანა. მეორე _ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სვლა დასავლეთისკენ. ეს კი მხოლოდ ცარიელი განცხადებები არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს უნდა იყოს ყველა სფეროში დასავლეთთან ინტეგრაცია და უფრო აქტიურობა საერთაშორისო არენაზე, რომ ჩვენც ვარსებობთ და ჩვენც ვართ დასავლეთის ნაწილი და გვინდა იმ ინსტიტუტებში გაერთიანება, რომელიც ეკუთვნის დასავლეთის ყველა ქვეყანას, მათ შორის, ნატოში გაწევრიანება.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მილოცვა და მადლობა ფასილიტატორ რუსეთს…

რონდელის ფონდის მკვლევარის გიორგი ბადრიძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება სრულიად არაადეკვატურია.

_ სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით მოხვდა პრეზიდენტის სავარძელში, გამოიხატება იმაშიც, რომ მისი მრავალი განცხადება გამხდარა უხერხულობისა და ზოგჯერ სკანდალის საფუძველი. ეს მისი განცხადება, ჩემი აზრით, იყო სრულიად არაადეკვატური. რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა იმისა, რომ შეწყდეს სისხლისღვრა ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ, წესით, ქალბატონ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ჯერ ერთი სამუდამო მშვიდობიანი დარეგულირება არ მომხდარა, ლაპარაკია ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე _  ვისთვის არის მოსალოცი, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობოების ჩაყენება კავკასიის ერთერთ რეგიონში, სადაც რუსის სამშვიდობოები არ იდგნენ. ძალიან გასაოცარია, რადგან საქართველოს კარგად მოეხსენება, თუ რა როლს ასრულებენ რუსი, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობოები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ გარანტორები მაგალითად, 1993 წლის ცეცხლის შეწყვეტის, ჯერ გაგრაში, შემდეგ სოხუმში. ორივე დასრულდა სრული კატასტროფით ქართველებისთვის. ასევე, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთში, სადაც საქართველო, თავის დროზე, იძულებული იყო მიენიჭებინა რუსეთისთვის სამშვიდობო სტატუსი.

სრულიად არაადეკვატური განცხადებაა საქართველოს თვალსაზრისით და რაც მთავარია, როგორც ვიხილეთ, მისივე ტვიტერზე კომენტარების სახით.  უამრავ  შეურაცხმყოფელ კომენტარებს იხილავთ სომხური და აზერბაიჯანული მხარისგან, ზოგჯერ უცენზურო კომენტარებსაც, რომლებიც ეხმაურებიან ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებას.

_ როგორც ყარაბაღის ომში დამარცხებული სომხური მხარის  რეაქცია პრეზიდენტის განცხადებაზე?

_ მანდ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენა არის. ერთი არის ის, რომ თავიდანვე სომხური საზოგადოების ნაწილში იყო გამჯდარი ერთგვარი ეჭვი, რომ ქართველები არიან აზერბაიჯანელების მხარეზე. ჩემი აზრით, არ არის სამართლიანი საქართველოს და ქართველების დადანაშაულება იმაში, რომ ქართველები აქტიურად მხარს არ უჭერენ სომხეთს ამ კონფლიქტში ბევრი მიზეზის გამო.

საქართველოს ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველების ნაწილი უფრო მეტად გულშემატკივრობდა აზერბაიჯანს, ვიდრე _ სომხეთს, მაგრამ ეს სახელმწიფოს პოზიციას არ ასახავს და ამის გამო სომხურ-ქართული ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენება სწორი არ იქნებოდა.

როდესაც სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფოს პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დაფიქრება და სიფრთხილე მართებს. სამწუხაროდ, აქ უკვე სახეზეა, ნამდვილი საბაბის მიცემა მათთვის,  ვინც სომხეთში სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს პოზიციას. რაც მოხდა იმის მილოცვა სომხებისთვის,  ჩემი აზრით, არაადეკვატურობის მწვერვალია.

_ პუტინმა დასაჯა ფაშინიანი?

_ ეს გავრცელებული აზრია, რა თქმა აუნდა. პუტინს ოდნავაც არ წყდება გული  ფაშინიანის პოზიციების უკიდურესად შესუსტების გამო. რისკია, რომ ის ძალაუფლებას დაკარგავს და გავრცელებული აზრია, რომ  რუსეთი არ ჩაერია ბოლო მომენტამდე, შეიძლება დასაჯა ფაშინიანი და მთელი სომხური საზოგადოება, რადგან რუსეთისგან დაუკითხავად  სცადა, ცოტა უკეთესად ეცხოვრათ და ნაკლები კორუფცია ჰქონოდათ, რომლებმაც შეცვალეს ხელისუფლება, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს კიდევ ერთი რეალობა _ რუსეთს ისეთი ბერკეტი არ ჰქონდა სერიოზული გავლენის მოსახდენად. ის, რაც მოხდა, სინამდვილეში რუსეთის გავლენის შესუსტებას ნიშნავს. კი მიაღწია სამხედროების ჩაყენებას ყარაბაღში და გარკვეული ბერკეტი კი მოიპოვა აზერბაიჯანზე, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ დღეს გეოპოლიტიკური ახალი რეალიები სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა უფრო აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემის გამო და თურქეთის გავლენის შედეგად, ვიდრე რუსეთის ნების შესაბამისად.

რეალობაა, რომ ფაშინიანის წინააღმდეგი იყო პუტინი და გარკვეულწილად, მისი დასუსტება უხარია, მაგრამ ერთადერთი მიზეზი ეს არ ყოფილა. თვითონ რუსეთია სამხრეთ კავკასიაში ნაკლები გავლენის მქონე.

_ ფაშინიანის კაპიტულაცია…

_ ბუნებრივია, რომ სომხური საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ალბათ, უდიდესი ნაწილი არის ძალიან გაბრაზებული, მაგრამ, ვინც დაფიქრდება, სინამდვილეში რა მოხდა, ის დაინახავს, რომ არჩევანი იყო და არჩევანი იყო ცუდსა და ტრაგიკულს სომხეთისათვის და კატასტროფულს და კიდევ უფრო ტრაგიკულს შორის, რადგან იმის ალტერნატივა, რაც მოხდა სომხებისთვის იყო, არამარტო ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ყარაბაღში მცხოვრები სომხების იქიდან სრულად გამოსვლა და მომავალში ბევრად უფრო რთული პრობლემის წინაშე დადგომა. როდესაც არამარტო სამხედრო თვალსაზრისით დაეკარგებოდა ყარაბაღი, არამედ სომხური მოსახლეობა აღარ იქნებოდა ამ რეგიონში. სომხების საკუთარ სახლებში დაბრუნება გახდებოდა  ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საკითხი. აგერ ქართველები მესამე ათეული წელია, მე არ ვადარებ ამ ორი ვითარებას ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, როცა ხდება რეგიონის დაცლა მათი იქ დაბრუნება უკიდურესად რთულია. ასე რომ, ეს იყო ტრაგიკული აუცილებლობა, რომლის წინაშე სომხეთი აღმოჩნდა მანამდე გაკეთებული არჩევანის შედეგად.

ერთი, რაშიც ფაშინიანს შეიძლება უსაყვედურონ, არის ის, რომ მოლაპარაკებებში უფრო რადიკალური პოზიციები დაეკავებინა, ვიდრე მის წინამორბედებს. ამ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პრორუსული ძალები მას პირდაპირ ბრალად სდებდნენ, რომ ის ყარაბაღს ჩააბარებდა აზერბაიჯანს და შესაბამისად, თავის არჩევანში, ნებისმიერი კომპრომისის თვალსაზრისით, უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე მისი წინამორბედები და ალბათ, იმის გამო, რომ არანაირი კომპრომისი არ შედგა, მათ შორის, არ შედგა ლისაბონსა თუ ვოლგოგრადში შეთავაზებული ვარიანტებზე, ამან, პრაქტიკულად, გარდაუვალი გახადა სამხედრო დაპირისპირება.

აქ ერთი ფაქტორია, რომელიც საქართველოში კარგად უნდა გაითვალისწინონ, იქნებ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს ჭკუაში დაუჯდეთ _ თუ რამდენად სანდო აღმოჩნდა რუსეთი, როგორც უსაფრთხოების გარანტორი, რადგან ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც სომხეთის ხელისუფლება უარს ამბობდა რაიმე სერიოზულ კომპრომისზე, იყო მათი რწმენა, რომ მათ უსაფრთხოებას იცავს რუსეთი, შედეგიც აგერ არის.

_ რას უკავშირდება პომპეოს ვიზიტი _ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს თუ საქართველოში განვითარებულ პროცესებს?

_ პირველ რიგში, პომპეოს ვიზიტი იყო ადრე დაგეგმილი, რომელიც, თავის დროზე, გადაიდო. ასე რომ, ვერ იქნება პირდაპირი რეაქცია, ვერც არჩევნებზე და ვერც ყარაბაღის მოვლენებზე, თანაც ეს ვიზიტი ამერიკისთვის კიდევ უფრო მნიშვენელოვან ქვეყნებში გაიმართება და კარგია, რომ საქართველო ამ ტურნეს ნაწილი  გახდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15 იანვარი, 2026

" მძიმე მდგომარეობაში იყო"- დეტალები ტრანსპორტირებისას გარდაცვლილ მოზარდზე

Covid19-ის იოლი ფორმა ორგანიზმისთვის სახიფათოა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო