ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 წლის არჩილ დავითაძე ასტანაში 18 მაისს დაიკარგა.
დავითაძის გარდაცვალების ფაქტი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველოს საკონსულო დავითაძის დაკარგვის პირველივე დღიდან, კონტაქტზე იყო ოჯახთან. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებულია.
გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.
არჩილ დავითაძე ყაზახეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და ქვეყანაში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა.