ჩილეში, როცა ტაკლა–მაკანის სამარხი გახსნეს, მუმიებს შორის ყველის ნარჩენებიც აღმოაჩინეს, რომელიც 3 500 წლით თარიღდება.
მეცნიერებს ჯერ კიდევ უჭირთ, დანამდვილებით თქვან, რატომ ადებდნენ ყველის ნაჭერს მკერდზე მიცვალებულს. შეიძლება, ეს იყო ძღვენი, რომელიც გარდაცვლილს იმქვეყნად სავალ გზაზე გამოადგებოდა.
სამარხში ბუნებრივად არსებულმა პირობებმა ყველი საკმაოდ კარგად შემოინახა. იმდენად კარგად, რომ მკვლევრებს საშუალება აქვთ, ამ ყველის რეცეპტიც კი შეისწავლონ. ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ უძველეს დროში ყველის დამზადებისთვის არ იყენებდნენ ყველის ფერმენტს, ეგრეთ წოდებულ რენინს. ყველის შედედებისთვის ისინი იყენებდნენ რაღაც ხაჭოსებრ მჟავას, რომელიც პროდუქტის დამზადებას უწყობდა ხელს.
ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყველია. აქამდე: პოლონეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი ყველის მსგავსი პროდუქტი, რომელიც 7 ათასი წლისაა, დანიის ტერიტორიაზე კი – რძის გადამამუშავებელი მოწყობილობა, რომელიც 5 ათასი წლით თარიღდება.