ხანძარი იყო ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსის სხვენში.
ხანძრის გამო, მოსახლოების ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
დაშავებული არავინაა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობდა.
უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი.