ყველა, ვინც პარლამენტში შტურმს ორგანიზება გაუწია უმკაცრესად დაისჯება – გახარია დაკავებებით იმუქრება. მისი თქმით, დაისჯება ყველა ვინც მონაწილეობდა 20 ივნისის ღამეს ძალადობის ორგანიზებაში.
„რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიან აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ უმკაცრესად იქნება დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.