https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ყველანაირად ცდილობთ, კონკრეტულად არ უპასუხოთ კითხვებს“ _ რამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა “ბახვი 1“-ის სკოპინგის განხილვაზე

9:02; 8.02.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში “ბახვი 1 ჰესის” მშენებლობაა დაგეგმილი. ჰესის სამშენებლო სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წელიწადია.

“სამშენებლო სამუშაოების მომსახურება მოხდება 2 სამშენებლო ბანაკიდან. მათ შორის: ძირითადი სამშენებლო ბანაკი მოეწყობა სათავე ნაგებობის მიმდებარედ, ხოლო შედარებით მცირე ინფრასტრუქტურა _ ძალური კვანძის სიახლოვეს.

შპს “სი სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI” გურიის რეგიონში, კერძოდ, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდ. ბახვისწყალზე გეგმავს 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გახორციელებას.

“ბახვი 1 ჰესის” ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს მდ. ბახვისწყლის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას ზ. დ. 1745 და 1375 მ ნიშნულებს შორის მოქცეულ მონაკვეთზე. ჰესის შემადგენლობაში იქნება შემდეგი ინფრასტრუქტურა: სათავე ნაგებობა, რომლის შემადგენლობაში იქნება: წყალმიმღები, სალექარი, წყალსაგდები და თევზსავალი; სადაწნეო მილსადენი; ძალური კვანძი.

მშენებლობის დაწყებამდე დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში, პირველ ეტაპზე, მოხდება სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის მოწყობა, ხოლო შემდეგ სათავე ნაგებობიდან გზა მოეწყობა ჰესის ძალურ კვანძამდე და ამ გზის დერეფანში მოხდება სადაწნეო მილსადენის განთავსება.

პირველ ეტაპზე, სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის მიყვანის პარალელურად, მოხდება არსებული სატყეო გზის რეაბილიტაცია და გაკეთდება ჰესის შენობასთან მისასვლელი გზა. გზა მოეწყობა ქვედა ბიეფის მხრიდანაც.

გზების მოწყობის შემდეგ მოხდება დროებითი სამშენებლო ინფრასტრუქტურის მობილიზაცია, მიწის სამუშაოების და ჰესის ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოხდება სამშენებლო ინფრასტრუქტურის დემობილიზაციას და პროექტის გავლენის ზონაში მოქცეული ტერიტორიების რეკულტივაცია.
განსახილველი პროექტი, თავისი მახასიათებლებით შეესაბამება საქართველოს კანონის “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” I დანართის 22-ე მუხლს (“5 მგვტ და მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია”); შესაბამისად, მიეკუთვნება გზშ-ის პროცედურას დაქვემდებარებულ საქმიანობას.
წინამდებარე სკოპინგის ანგარიში, კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, მათ შორის:

ინფორმაციას საქმიანობის გახორციელების ადგილის შესახებ, ობიექტის საპროექტო მახასიათებლები, ოპერირების პროცესის პრინციპები და სხვ;

დაგეგმილი საქმიანობის და მისი გახორციელების ადგილის შესაძლო ალტერნატიული ვარიანტების ზოგად აღწერას;

ზოგად ინფორმაციას გარემოზე და სოციალურ საკითხებზე შესაძლო ზემოქმედების და მისი სახეების შესახებ, რომლებიც შესწავლილი იქნება გზშ-ის პროცესში;

ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისთვის, შემცირებისთვის ან/და შერბილებისთვის;

ინფორმაციას ჩასატარებელი კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ”, _ ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწყობილ შეხვედრაზე შპს “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა გაავრცელა.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 29 იანვარს შედგა და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჯუღული ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა იმ გარემოებების და დეტალების შესახებ, რომელიც დაგეგმილია “ბახვი 1 ჰესის” მშენებლობის დროს.

მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გზშ-ს ანგარიშის შემუშავება დასრულდება. ამ ეტაპზე უცნობია, ამ ანგარიშის წარდგენა ონლაინ მოხდება თუ ადგილზე _ ჩოხატაურის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ყველაზე მეტად დამსწრეების უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჰესი  ნაწილობრივ იქნება ბახმაროს ტერიტორიაზე. ხოლო შენობა-ნაგებობების მშენებლობა უნდა მოხდეს დასახლებული პუნქტიდან 2.5 კილომეტრის მოშორებით.

რატი ფაილაძემ თავის გამოსვლისას იკითხა:

“წარმოშობით, მართალია, გურული არ ვარ, მაგრამ ბახმაროზე შეყვარებული ადამიანი ვარ. როდესაც გავიგე, რომ ბახმაროს ტერიტორიაზე დაგემილია ჰესის მშენებლობა, დავინტერესდი ბახმაროს მომავალით. თქვენი მოსაზრებით, 12-მეგავატიან ჰესს წლის განმავლობაში რამდენი ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია ელექტროენერგიით?”

“დავუშვათ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა მთლიანად”, _ უპასუხა ახვლედიანმა.

რატი ფაილაძე: “მთავარი ისაა, რომ ამ ჰესთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბახმარო. ამ კურორტის მნიშვნელობა ჩემზე კარგად გეცოდინებათ, ისიც გეცოდინებათ, როგორი სპეციფიკური მიკროკლიმატი აქვს. გვიღირს კი, მაგალითად, ჩოხატაურის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ბახმაროს კლიმატის განადგურების მაგივრად?! ბახმაროსნაირი კურორტები ბევრი არ არის მსოფლიოში და დიდი სიფრთხილეა საჭირო. თან ბახმაროს აქვს დიდი შანსი, რომ ოთხი სეზონის კურორტი გახდეს და უფრო მეტად შემოსავლიანი იყოს, ვიდრე ეს პროექტი”.

ჯუღული ახვლედიანი: “მე ამ საკითხებში დიდი ხანია ვარ ჩართული და ისიც ვიცი, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ ამ ადგილზე განიხილებოდა 20 თუ 40 მეტრი სიმაღლის კაშხლის მოწყობა, სეზონური რეგულირების ჰესის აშენება, რაც ენერგეტიკულად მომგებიანი და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გარემოზე ზემოქმედების რისკი გარდაუვალი გახლდათ ბახმაროსთან მიმართებაში.

ახლანდელი პროექტი არის ძალიან მცირე შეგუბებით. ამ შეგუბების მიზანი არის, რომ წყალს შეუცვალოს მიმართულება, არანაირი მარაგის შექმნა არ იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ წინასწარი მონაცემებით, გარემოზე ზემოქმედების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

ნახევარი გრადუსითაც რომ შეიცვალოს ბახმაროში ტემპერატურა, მაშინაც კი არ ეღირება ამ პროექტს გახორციელება და არც ღირს. არც ერთ შემთხვევაში ხელს არ მოვკიდებთ ამ საქმეს, თუ გვეცოდინება, რომ კლიმატი უმნიშვნელოდაც კი შეიცვლება”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან მგელაძე დაინტერესდა ჰესის აშენების შემთხვევაში, რა იქნება 1 კილოვატი ელექტროენერგიის ფასი –  სწორედ ამ კითხვას მოჰყვა დიდი პოლემიკა.

აქ უკვე საუბარში შპს “სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI”-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე ჩაერთო:

“ჯერჯერობით, ცნობები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. შესწავლის ეტაპზეა ეს საკითხი”, _ თქვა ნიბლაძემ.

ლევან მგელაძე: “თქვენ არ უპასუხეთ ჩემს კითხვას. შესწავლილი გვაქვს სხვადასხვა პროექტები, სადაც გარკვევით წერია ფასი. სადაც ერთი კილოვატის საფასური მერყეობს 7 ცენტიდან 10 ცენტამდე. მართლა არ მესმის, რატომ არის ასეთი დაინტერესება ამ მცირე ჰესების აშენების მიმართ?”

მიხეილ ნიბლაძე: “გეთანხმებით, რომ კატასტროფული ფასები აქვს ელექტროენერგიას დღეს, მაგრამ, დამერწმუნეთ, ჩვენს გამომუშავებულს ამხელა ფასები ნამდვილად არ ექნება”.

ლევან მგელაძე: “ყველანაირად ცდილობთ, კონკრეტულად არ უპასუხოთ ჩემს კითხვებს აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვები, რომ ეს ჰესი განკუთვნილი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დაახლოებით ციფრსაც ვერ მისახელებთ. აქ სხვა მაქინაციები ხდება და ამას გავარკვევთ. იქნებ, ელექტროენერგიის ყიდვა ჯობს იმ ვანდალურ აქტს, რაც უნდა მოხდეს ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე?! თქვენ ყველაფერი შესწავლილი გაქვთ, თორემ ისე ამ საქმეს არ დაიწყებდით”.

მიხეილ ნიბლაძე: “დაახლოებით ციფრი გითხარით. ვერანაირად ვერ მივიღებთ იმ შეფასებას, რომ ჩვენ ვართ ვანდალები. საიტზე ნახეთ ჩვენ შესახებ და იქ გაიგებთ. ჩვენ ვაშენებთ ჰესებს საქართველოში, რომლის საფუძველია ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაზრდა. მინდა, ძალიან კარგად გაითავისოთ ეს. ჩვენ არ ვაშენებთ დიდ ჰესებს, დიდი შესწავლის შემდეგ ვგეგმავთ მშენებლობას. ხელისუფლებასთან თითოეული პროექტი ცალ-ცალკე იხილება”.

ვახტანგ ზარქუა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი: “არ ვიცი, რის ბრალია ეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ლოგიკა გვაქვს დაკარგული თუ რაშია საქმე?!  პროექტის შედგენა იწყება  ეკონიმიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ რომ გაგიჩნდათ ეკონომიკური ინტერესი, ბუნებრივია, სავარაუდო ფინანსური ანგარიშიც უკვე გაკეთებული გაქვთ. მაგრამ გამოდის, ესეც არ გაქვთ გაკეთებული. თქვენ, ფაქტობრივად, ააშკარავებთ თქვენს თავს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ხედვები კი არ გაქვთ, გაქვთ რაღაც სხვა გათვლები. ვიცი, როგორ ცხვება დღეს ახალი კომპანიები, რა ზურგი აქვთ და რა ინტერესები. რაღაც ინფორმაცია გაქვს თქვენ ფასთან დაკავშირებით, მაგრამ აშკარად იკავებთ თავს.
რა თვეებში ხდება ძირითადად ელექტროენერგიის გამომუშავება?”

მიხეილ ნიბლაძე: “60%-ი ზამთრის დეფიციტურ პერიოდში და 40% _ ზაფხულში. ასეთი გათვლები გვაქვს”.

ვახტანგ ზარქუა: “მოდინებაზე მომუშავე ჰესი ზამთარში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ზაფხულში, წყალუხვობის დროს?! ვის ატყუებთ თქვენ?!”

მიხეილ ნიბლაძე: “არავის არ ვატყუებთ. 12 თვე ხომ არის წელიწადში?! აქედან, 10 თვე ხდება იმპორტი, რადგან დეფიციტურია ქვეყანა. მაისსა და ივნისში ქვეყანას აქვს ჭარბი ელექტროენერგია. მაის-ივნისში ექსპორტი დაგეგმილია თურქეთში და მივიღებთ დამატებითი სავალუტო შემოსავლებს. იცით, დღეს თუნდაც რამდენიმე მილიონი დოლარი როგორ ჭირდება ქვეყანას, როცა იმპორტ-ექსპორტის ბალანსი სავალალო მდგომარეობაშია?!”

ვახტანგ ზარქუა: “თქვენი მონაცემებით, რა ფასად აპირებთ ექსპორტს თურქეთში, სადაც ფასები დაცემულია ელექტროენერგიაზე?!”

მიხეილ ნიბლაძე: “ხუთი წლის წინა ფასებთან შედარებით დღეს შეიძლება დავარდნილი იყოს _ მაშინ 7 ცენტი იყო კილოვატსაათზე, დღეს 4-დან 5 ცენტამდე მერყეობს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თურქეთმა იმდენი ჰესი ააშენა, რომ მოახერხა ფასის 7 ცენტიდან 5 ცენტამდე ჩამოყვანა”.

ვახტანგ ზარქუა: “ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს პროექტი საჭიროა რეგიონისთვის. მე დღეს რაც მოვისმინე, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად ეს პროექტი კარგად არ არის გააზრებული”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” დამფუძნებელი ირმა გორდელაძე უნდობლობას უცხადებს იმ კომპანიას, რომელიც “ბახვი1 ჰესის” მშენებლობას გეგმავს:

“რომელს მოგაფიქრდათ ბახმაროს სარეკრეაციო ზონაში გააკეთოთ ჰესი? შანსი არ გაქვთ, ეს პროექტი მივიდეს გზშ-ამდე. გურიის რეგიონს აქვს მარგალიტი და ეს არის ბახმარო. სხვაგან ააშენეთ, თუ ასე გინდათ მოგება. გურიას აქვს დიდი პოტენციალი, რომ იყოს მწვანე ზონა და ეს ჰესები პირდაპირ ურტყამს ამ პოტენციალს. სკოპინგის ამ გეგმას და ამ პროექტს გავასაჩივრებთ”, _ თქვა ირმა გორდელაძემ, რომელმაც წამოიწყო სამოქალაქო მოძრაობა: “გადავარჩინოთ ბახმარო!”

“გურია ნიუსი“ მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებულად და კომპეტენტური მოსაზრება გამოაქვეყნოს, თუ რა სარგებელს მოუტანს “ბახვი1“ ჰესის მშენებლობას, როგორც რეგიონს, ასევე, ქვეყანას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026

რა ელოდება მსოფლიოს პანდემიის შემდეგ- გეითსი კატასტროფების შესახებ საუბრობს

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 თებერვლამდე

ყველა სიახლე

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9.01.2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო