ოჯახი, როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, აუცილებლად საჭიროებს ლიდერს და ამაში არაბუნებრივი არაფერია. პირიქით, სწორედ ლიდერი უზრუნველყოფს ოჯახის სიცოცხლისუნარიანობას, შეკრულობას და სრულფასოვან არსებობას. მაგრამ ლიდერის არსი მართებულად უნდა იყოს გაგებული და გაცნობიერებული.
დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ:
ლიდერი არ ყვირის, ლიდერი მუშტებს არ ურტყამს მაგიდის ზედაპირს, ლიდერი არ ცდილობს მბრძანებლობას, არ ცდილობს ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას…
არამედ: ლიდერმა ყოველთვის იცის, რა უნდა, რას აკეთებს და რა მოჰყვება მის თითოეულ ნაბიჯს.
ზუსტად იცის, ოჯახის რომელი წევრი რა დავალებას შეასრულებს და ისე ანაწილებს საქმეს, ანუ, არ ეშლება ოჯახის წევრთა შესაძლებლობები.
ლიდერი თვალყურს ადევნებს წესრიგს ოჯახში და, არამც და არამც ეს არ არის ტირანია.
აქვს მტკიცე ხასიათი. იცის მოსმენა და ნათქვამის ჯეროვნად შეფასება.
ლიდერი პრინციპულია – არ აგერიოთ სიჯიუტეში!
ლიდერი პატივს სცემს სხვის აზრს.
ლიდერი დემოკრატიცაა და ლიბერალიც. მას თავად სძულს ტირანია.
თავისი თავდაჯერებულობით ის იმსახურებს პატივისცემას და დანარჩენებში მორჩილების სურვილს აღძრავს.