ორშაბათობით მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების ნაცვლად იმართებოდა ქართული ესტრადის ხელოვანთა კონცერტები, რომელთაც მრავალი მაყურებელი ესწრებოდა. მორიგი საღამო დებმა იშხნელებმა გამართეს. პარტერის პირველ რიგში ამავე თეატრის უკვე ფრიად ხანდაზმული სამი დიდი მსახიობი იჯდა.
– კაცო, სანდრო, თუ კაცი ხარ, ამიხსენი, ეს დები იშხნელები თავიდან ხომ ოთხნი იყვნენ?
– კი! – მერე, ახლა სამნი რატომ გამოდიან?
– ერთი მოკვდა!
– აბა, რომელი?
– აი, ის, შუაში რომ დგას!
მსახიობმა ბინოკლი მოიმარჯვა და დიდხანს ათვალიერებდა შუაში მდგარ მთლად გაჭაღარავებულ მომღერალს.
– საწყალი, რა ახალგაზრდა მომკვდარა…