ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ოზურგეთში, დილით 11-ის წუთებზე, 3 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა. თვითმხილველის თქმით, მატარებელი აგარაში მამაკაცს დაეჯახა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 275 მუხლით. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.