არსებობს ადამიანის ხასიათის არაერთი კლასიფიკაცია. ჰიპოკრატე გამოყოფდა: სანგვინიკ, ქოლერიკ, ფლეგმატურ, მელანქოლიკ ადამიანთა ტიპებს.
სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანი მგრძნობიარეა, დადებითი ემოციებისკენ მიდრეკილი. ოპტიმისტია, ცხოვრებისგან კარგს მოელის, ადამიანში კარგ მხარეებს ამჩნევს. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, დამახასიათებელია გრძნობების გულახდილად გამოხატვა, ხშირად იმპულსური ქმედებები.
ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანი ადვილად ღიზიანდება, აფექტურია. ცხოვრებასა და ადამიანებში უარყოფით თვისებებს ამჩნევს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდენციები, მაგრამ მტკიცე და ღრმა გრძნობები.
ფლეგმატიკური ტემპერამენტის ადამიანს გულგრილი ხასიათი აქვს. წონასწორობიდან გამოყვანა და მასში ემოციის გამოწვევა ძნელია. აუჩქარებელი, გააზრებული ქმედებები აქვთ. თუმცა ფლეგმატიკი ცხოვრებისგან უფრო დადებითს მოელის, ვიდრე უარყოფითს. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან, მაგრამ ღრმაა და დიდხანს გრძელდება.
მელანქოლიკური ტემპერამენტის ადამიანი მუდამ ცუდის მოლოდინშია. ნაღვლიანია, ხშირად ცუდ გუნებაზეა, მაგრამ სასოწარკვეთილება იშვიათად იპყრობს, რადგან გრძნობების სუსტი აღგზნებადობა ახასიათებს. უენერგიო, უხალისო, მოძრაობებიც ზანტი აქვს.